დაკლება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაკლების

ზმნები: დააკლებს დაიკლებს დაუკლებს დააკლდება დააკლებინებს

1. ზომის, წონის, ტემპერატურისა და მისთ. შემცირება.

კაბამ სიგრძეში დაიკლო. ტემპერატურამ დაიკლო.

2. კუთვნილზე, საკმარისზე ნაკლების მიცემა, განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლების დარჩენა.

გამყიდველმა ფული დააკლო. საქონელი დააკლდათ. სუფრაზე ღვინო დააკლდათ.

ბმულები

დაკლებული