დამწყალობება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დამწყალობების

ზმნები: დაამწყალობებს

ხატობებში, დღეობებზე ღვთის მსახურის მიერ შესრულებული რიტუალი, ღვთისთვის, ხატისთვის წყალობის თხოვნა.

დეკანოზმა ლაშქარი დაამწყალობა. პირველად სოფელს დაამწყალობებენ.