დამხობა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: დამხობის
ზმნები: დაამხობს დაიმხობს დაიმხობა დაემხობა
1. რაიმეზე დაცემა, დავარდნა (ჩვეულებრივ, პირქვე).
საწოლზე დაემხო.
2. პირქვე დადება, გადაბრუნება.
ჯამი მაგიდაზე დაამხო.
3. დანგრევა, დაშლა, განადგურება.
ხელისუფლება დაემხო. ყველაფერი თავზე დაემხო.
ბმულები
დამხობილი