დანიშვნა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: დანიშვნის
ზმნები: დანიშნავს დაინიშნავს დაუნიშნავს დაინიშნება დაენიშნება დაანიშვნინებს
1. ნიშნის დადება, ნიშნით გამოყოფა.
თავისი წიგნები დანიშნა. ყუთი დანიშნა.
2. ოფიციალური სამუშაოს, თანამდებობის ჩაბარება.
დირექტორად დანიშნეს. ელჩად დაინიშნა.
3. ვინმესთვის კუთვნილი თანხის, შესაფერისი წესისა და სხვ. განსაზღვრა და მიცემა.
წამლების დანიშვნა. მაღალი ხელფასი დაუნიშნეს. წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.
4. საცოლისთვის ნიშნის (10) მირთმევა.
ქალი დანიშნეს.
5. დროის, ადგილის განსაზღვრა, შერჩევა.
პაემნის დანიშვნა. დრო დაინიშნა. კრება ოთხ საათზე დანიშნეს.
ბმულები
დანიშნული დასანიშნი