დარღვევა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: დარღვევის
ზმნები: დაარღვევს დაურღვევს დაირღვევა დაერღვევა დაარღვევინებს
1. შეკერილის ან მოქსოვილის დაშლა.
კაბა დაარღვია. სვიტრი დაარღვია.
2. რაიმეს უგულებელყოფა, საწინააღმდეგოდ მოქცევა.
კანონის დარღვევა. თამაშის წესები დაარღვია. ზავი დაირღვა. ხელშეკრულება დაარღვიეს.
3. გარკვეული მდგომარეობის მოშლა, შეწყვეტა.
დუმილი დაარღვია. სიმყუდროვე დაურღვია.
ბმულები
დარღვეული