დასავლეთი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: დასავლეთის
1. მხარე, საითაც მზე ჩადის.
დასავლეთი ვარდისფრად შეიღება. დასავლეთიდან ღრუბელი მოდის.
2. დედამიწის ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც დასავლეთის (1)მხარეს მდებარეობს.
დასავლეთი საქართველო.
3. უძრავი საგნის ან ნაგებობის ის ნაწილი, რომელიც დასავლეთის (1)მხარესაა მოქცეული.
ტაძრის დასავლეთი კედელი.