დასწრება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: დასწრების
ზმნები: დაასწრებს დაისწრებს დაესწრება
1. სხვაზე ადრე გაკეთება.
ყველას დაასწრო მისვლა. მეგობარს ფულის გადახდა დაასწრო.
2. რაიმეს მიმდინარეობისას იქ ყოფნა, მონაწილეობის მიღება.
კრებას დაესწრო. ლექციაზე დაისწრო. დამკვირვებელი არჩევნებს დაესწრო.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
მრავალს დაესწარით!
დალოცვა ღმერთმა მრავალჯერ დაგასწროთ ამ დღეს!.
ბმულები
დამსწრე დაუსწრებელი