დასხმა1

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დასხმის

ზმნები: დაასხამს დაისხამს დაუსხამს დაისხმება დაესხმება დაასხმევინებს

1. სითხის დიდი ჭურჭლიდან უფრო პატარაში ჩაშვება.

წყალი დაისხა. ღვინო დაასხა. ჩაი დაუსხა.

2. მცირე რაოდენობით სითხის დაღვრა, დაწვეთება.

კაბაზე ყავა დაესხა. სუნამო დაისხა.

ბმულები

დასასხმელი დასხმული