დატაცება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: დატაცების
ზმნები: დასტაცებს დაიტაცებს
1. ბევრის გატაცება, მისაკუთრება, ძალით წაღება.
ნათესავებმა მთელი ქონება დაიტაცეს. ნაკვეთები დაიტაცეს. ძვირფასი ნივთები დაიტაცეს.
2. ხელის, პირისა და მისთ. სწრაფად, მოულოდნელად დავლება და აღება.
ჩანთას ხელი დასტაცა. ძაღლმა ძვალს პირი დასტაცა.
3. გადატანითი საუბრული ერთბაშად ბევრის ყიდვა.
ტანსაცმელი ჩალის ფასად დაიტაცეს. პური დაიტაცეს.
ბმულები
დატაცებული