დაფარვა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაფარვის

ზმნები: დაფარავს დაიფარავს დაუფარავს დაიფარება დაეფარება დააფარვინებს

1. რაიმეს ჩამოფარებით, დაკიდებით, დაფენითა და მისთ. ვინმეს ან რაიმეს დამალვა.

სცენა ფარდამ დაფარა. ხეები თოვლით დაიფარა.

2. სიძლიერით გადაჭარბება, ჩახშობა.

საყვირის ხმამ ხალხის გუგუნი დაფარა.

3. საიდუმლოდ შენახვა, ართქმა.

თავისი ვინაობა დაფარა.

4. გაფრთხილება, დაცვა, მფარველობა.

ღმერთმა დაიფაროს!

ბმულები

დაფარული