დაფნა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: დაფნის
მარადმწვანე ხე ან ბუჩქი, აქვს მომწვანო-ყვითელი ყვავილები, მოლურჯო-შავი კურკიანი ნაყოფი და სურნელოვანი ფოთლები, რომლებსაც სანელებლად იყენებენ.
დაფნის ფოთოლი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
დაფნის გვირგვინი
გამარჯვების, დიდების სიმბოლო.