დაფრქვევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაფრქვევის

ზმნები: დააფრქვევს დაიფრქვევა დაეფრქვევა დააფრქვევინებს

1. სითხის მსხვილ წვეთებად დასხმა, დასხურება.

მომაკვდავს ცრემლი დააფრქვია. სუნამო დააფრქვია. ცრემლი უხვად დაიფრქვა.

2. სურნელის, შუქის უხვად მოფენა.

ირგვლივ ყვავილების სურნელი დაიფრქვა. მზემ გარემოს სხივები დააფრქვია.