დაქანება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაქანების

ზმნები: დააქანებს დაექანება დაქანდება

1. დაღმართზე სწრაფად წასვლა, ზევიდან ქვევით დაშვება.

კიბეზე დაქანდა. ფერდობზე დაექანა.

2. სიბრტყის ქვევითკენ დახრა.

სახურავი აღმოსავლეთისკენ დააქანეს.

3. დახრილი, დამრეცი ადგილი, მცირე დაღმართი.

დაქანების ბოლოს ტყე იწყება.

ბმულები

დაქანებული