დაყენება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: დაყენების
ზმნები: დააყენებს დაიყენებს დაუყენებს დააყენებინებს
1. იძულება ან ხელის შეწყობა, რომ ვერტიკალურ მდგომარეობაში გაჩერდეს.
კუთხეში დააყენეს. ბავშვი წინ დაიყენა. კართან მცველები დააყენეს.
2. ხელსაწყოს, აპარატისა და მისთ. გამართვა.
სიგნალიზაციის დაყენება. კარზე საკეტი დააყენა. მრიცხველი დააყენეს.
3. სასმელის სპეციალური წესით დამზადება.
კონიაკი დააყენეს. ჩაი დააყენა.
4. ტრანსპორტის გაჩერება.
მაქანა ეზოში დააყენა. ურემი ფერდობზე დააყენეს.
5. დამუშავება, ფორმის მიცემა.
წვერი დაიყენა. ხმა დაიყენა. მანერები დაიყენა.
ბმულები
დასაყენებელი დაყენებული