დაშავება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: დაშავების
ზმნები: დააშავებს დაიშავებს დაუშავებს დაშავდება დაუშავდება
1. ცუდი საქციელის ჩადენა, საქმის წახდენა, გაფუჭება.
რა დააშავა? ამათ არაფერი დაუშავდათ.
2. ფიზიკურად დაზიანება, ტრავმის მიღება.
ავარიის შედეგად დაშავდნენ. ჩხუბში ორი კაცი დააშავა. ხელი დაუშავდა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
რა უშავს?
რა დაუშავდება? რა დაემართება.
ბმულები
დამნაშავე დაშავებული