დაშლა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: დაშლის
ზმნები: დაშლის დაიშლის დაუშლის დაიშლება დაეშლება დააშლევინებს
1. ერთიანის, მთლიანის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა.
სახლი დაშალეს. მესაათემ საათი დაშალა.
2. დაფანტვა, დაქსაქსვა.
მიტინგი დაშალეს.
3. დარღვევა, მოსპობა, გაუქმება.
კოალიცია დაიშალა.
4. ხელის შეშლა, რაიმეს აკრძალვა.
წასვლა დაუშალეს. თამაში დაუშალა. სცენზე გამოსვლა დაუშალეს.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
არ დაიშლის (რაიმეს გაკეთებას)
არ გადათქვამს, შეასრულებს.
ბმულები
დაშლილი