დაცემა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: დაცემის
ზმნები: დასცემს დაეცემა
1. ფეხზე მდგომის ან დამჯდარის წაქცევა, დავარდნა.
ბავშვი დაეცა.
2. ზევიდან ჩამოგდებულის რაიმეზე დავარდნა.
ქვა სახურავს დაეცა. ვაშლი თავში დაეცა.
3. გადატანითი დაბლა დაწევა, მოკლება, შემცირება.
ფასების დაცემას ელოდებიან. წყლის დონე დაეცა.
4. გადატანითი გარყვნა, სინდისის, ზნეობის დაკარგვა.
სულიერად დაეცა.
5. გადატანითი თავდასხმა, ძგერება.
მტერი სოფელს დაეცა.
6. გადატანითი დაღუპვა, განადგურება, დამარცხება.
ბრძოლაში გმირულად დაეცა. იმპერია დაეცა.
ბმულები
დაცემული