დაცლა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: დაცლის
ზმნები: დაცლის დააცლის დაუცლის დაიცლება დაეცლება დააცლევინებს
1. ჭურჭლის, სათავსოსა და მისთ. განთავისუფლება, შიგ მოთავსებულის გადმოყრა, გადმოსხმა.
ნაგვის ურნები დაცალეს. ჭიქები დაცალეს. ტომრები დაიცალა.
2. ბინის, ქალაქის, გზისა და მისთ. გათავისუფლება იქ მყოფთა წასვლით ან გაყვანით.
სოფელი დაიცალა. ჯარებმა ტერიტორია დაცალეს. მდგმურებმა ბინა დაცალეს.
3. სამყოფი დროის, საშუალების მიცემა, დაცდა (2).
ლაპარაკი არ დააცალა.
4. ბევრის ამოძრობა.
თუთიყუშს ფრთები დააცალა. კბილები სულ დააცალეს. სამაჯურს თვლები დააცალა.
5. ცეცხლსასროლი იარაღის გასროლა.
დამბაჩა დაცალა.
ბმულები
დასაცლელი დაცლილი