დაცხრობა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაცხრობის

ზმნები: დააცხრობს დაიცხრობს დაუცხრობს

1. გასივებულის დაპატარავება, შემცირება.

საფენმა სიმსივნე დაუცხრო.

2. დაამება, გაყუჩება.

წამალმა ტკივილი დაუცხრო.

3. გადატანითი დამშვიდება, დაწყნარება, შენელება.

შფოთი დააცხრეს. სიბრაზე დაიცხრო.

ბმულები

დამცხრალი