დაწვა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაწვის

ზმნები: დაწვავს დაიწვავს დაუწვავს დაიწვება დაეწვება დააწვევინებს

1. ცეცხლით განადგურება, მოსპობა.

სახლი დაწვეს. ქაღალდი დაწვა. ტყე დაიწვა.

2. ზედმეტად შეწვით ან გამოცხობით დახრუკვა, დანახშირება.

ხაჭაპური დაეწვა. მწვადი დაეწვა.

3. საკვებით, მწველი ნივთიერებით ან ცხელი საგნით სხეულის ნაწილის დაზიანება, გაღიზიანება.

უთოზე ხელი დაიწვა. მზემ სახე დასწვა. წიწაკამ პირი დაუწვა.

4. გადატანითი ღრმა გრძნობით, განცდითა და მისთ. გამსჭვალვა.

სირცხვილით დაიწვა. სიყვარულით დაიწვა. იმისმა საცოდაობამ გული დასწვა.

ბმულები

დამწვარი დასაწვავი