დახვევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დახვევის

ზმნები: დაახვევს დაიხვევს დაუხვევს დაიხვევა დაეხვევა დაახვევინებს

1. ძაფისა და მისთ. რაიმეზე წრიულად შემოვლება, შემოხვევა.

თოკი დაახვია. თმა დაიხვია.

2. ვინმეს ან რაიმეს გარშემო თავის მოყრა, მოგროვება.

ხალხი დაეხვია. ექიმები დაახვიეს. მატლი დაეხვია.

ბმულები

დასახვევი დახვეული