დაჯდომა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: დაჯდომის

ზმნები: დაჯდება დააჯდება დაუჯდება

1. სკამზე, სავარძელში და მისთ. დაშევება და მოთავსება ისე, რომ ტანის ქვედა ნაწილით (საჯდომით) მას ეყრდნობოდეს.

მერხზე დაჯდა. დედის გვერდით დაჯდა.

2. იგივეა, რაც დაფრენა.

თვითმფრინავი დაჯდა.

3. გადატანითი თანამდებობის დაკავება.

უფროსად დაჯდა.

4. მოცულობაში მოკლება, დაპატარავება.

ხის მასალა დაჯდა.

5. რაიმეს ყიდვისას, გაკეთებისას და ა.შ. მთლიანი ხარჯის შეფასება.

იაფი დაჯდა. ფილმის გადაღება ძვირი დაუჯდათ.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

რადაც არ უნდა დამიჯდეს

რისი გაკეთებაც უნდა დამჭირდეს.

ძვირად დაუჯდება

ბევრი სიძნელე შეექმნება.

ბმულები

დამჯდარი დასაჯდომი