დედა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: დედის
1. მშობელი ქალი.
დედა და შვილი. დედის ალერსი.
2. მონაზონი ქალი.
დედა ეფემია. დედათა მონასტერი.
3. ზოგი საჭმლის ან სასმლის (პურის, მაწვნის, ღვინის) დასამზადებლად აუცილებელი მასალა.
მაწვნის დედა.
4. [შორისდებულის ფუნქციით] გამოხატავს გაკვირვებას, გაოცებას.
დედა, რა ვნახე!
იდიომები და მყარი შესიტყვებები
დედა ენა
მშობლიური ენა.
დედას ბიჭი
ირონიული განებივრებული და მშიშარა ბიჭი.
ბმულები
დედიკო დედილო დედისეული დედობა უდედო