დედოფალი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: დედოფლის
1. მეფის ცოლი.
მეფე და დედოფალი.
2. ქვეყნის ხელისუფალი ქალი.
ინგლისის დედოფალი.
3. იგივეა, რაც პატარძალი.
დედოფლის მაყრები. ნეფე და დედოფალი.
4. ჭადრაკის ერთ-ერთი ფიგურა, ლაზიერი.
დედოფლით ითამაშა. დედოფალი დაკარგა.
ბმულები
დედოფლობა დედოფლური სადედოფლო