დიდი

ზედსართავი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: დიდის

1. ზომით, წონით, მოცულობით ჩვეულებრივზე მეტი.

ანტონიმი პატარა.

დიდი გზა. დიდი სახლი. დიდი თოვლი.

2. ძლიერი, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე.

დიდი წარმატება. დიდი ემოცია.

3. ბევრი, ხანგრძლივი.

ანტონიმი მცირე.

დიდი დრო გავიდა.

4. ასაკით უფროსი, მოზრდილი.

ანტონიმი პატარა.

დიდი ბიჭი.

5. იგივეა, რაც გამოჩენილი.

დიდი მწერალი. დიდი საზოგადო მოღვაწე.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

დიდ ამბავშია

ბევრ საქმეს აკეთებს, ჩქარობს.

დიდ გულზეა

ყოყოჩობს, საჩხუბრად ემზადება.

დიდი ამბით

ხმაურით, აჟიოტაჟით, სიხარულით, პატივისცემით.

დიდი გული აქვს

არავისი ეშინია, მედიდურობს.

ბმულები

დიდად