დრო

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: დროის დროს

1. წელიწადის, თვის, დღე-ღამისა და მისთ. გარკვეული მონაკვეთი, როდესაც რაიმე ხდება, რამიეს აკეთებენ.

შვებულების დრო. გაკვეთილის დაწყების დრო.

2. დღე-ღამის განსაზღვრული მომენტი, რომელიც განსხვავებულია დედამიწის სხვადასხვა სასაათო ზოლში.

თბილისის დროით სამი საათია.

3. ხანა, ეპოქა კაცობრიობის, საზოგადოების ცხოვრებაში.

უხსოვარი დროიდან. თამარ მეფის დროს.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

დროთა ვითარებაში

დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

დროს ატარებს

ერთობა, მხიარულობს.

თავისი დრო მოჭამა

უსარგებლო გახდა.

წელიწადის დრო

წელიწადის მონაკვეთი, რომელიც სამი თვისაგან შედგება.

ბმულები

დროზე დროით