დღე
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: დღის
1. დროის 24-საათიანი მონაკვეთის ის ნაწილი, როცა სინათლეა.
დღე და ღამე. დღის შუქი.
2. იგივეა, რაც დღე-ღამე.
იანვარში 31 დღეა.
3. დროის 24-საათიანი მონაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია რაიმეს გასაკეთებლად, დაკავშირებულია რაიმე თარიღთან.
დაბადების დღე. დასვენების დღე.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
მისი დღეები დათვლილია
სიკვდილის პირასაა, მალე გარდაიცვლება.
დღესა და ღამეს ასწორებს
თავდაუზოგავად შრომობს, ზედმეტად ბევრს მუშაობს.
დღესავით ნათელი
ყველასათვის გასაგები, ცხადი.
დღითი დღე
დღიდან დღემდე, თანდათანობით, სულ უფრო მეტად.
დღის წესრიგი
კრებაზე, სხდომასა და მისთ..განსახილველი საკითხების ჩამონათვალი.
იმ დღეს
რამდენიმე დღის წინ.
დღეის ამას იქით
საუბრული ამ დღიდან მოყოლებული, ამ დღის მერე.
დღეის სწორს
დღევანდელი დღის (ორშაბათის, სამშაბათის...) შესაბამის დღეს გასულ ან შემდეგ კვირაში.
ბმულები
დღეგრძელი დღედაღამ დღეში