ენა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ენის
1. ადამიანისა და ცხოველის პირის ღრუში მოთავსებული კუნთოვანი ორგანო, რომელიც მონაწილეობს ღეჭვაში, გემოს აღქმასა და სამეტყველო ბგერების წარმოთქმაში.
ენა დაეწვა. ენის წვერი გამოყო.
2. აზროვნებისა და ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალება.
მშობლიური ენა. უცხოური ენა. რამდენ ენას ფლობთ.
3. მეტყველება, ლაპარაკი.
ენით მოხიბლა.
4. წერისა და მეტყველების განსხვავებული მანერა, სტილი.
მწერლის ენა. ბავშვის ენა.
5. მოგრძო და მოძრავი ნაწილი რაიმეს შიგნით, შუაში.
ფეხსაცმლის ენა. საკეტს ენა ჩაუტყდა.
6. ინფორმაციის გადაცემის ნებისმიერი საშუალება.
მუსიკის ენა. ფუტკრების ენა. ციფრების ენაზე.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ენას ამოიდგამს
ლაპარაკს დაიწყებს.
ენას მიუტანს
დააბეზღებს.
ენას უკიდებს
გაუგებრად, ბორძიკით ლაპარაკობს.
ენის აყოლა
სხვისი ნათქვამის დაჯერება.
ენის გასატეხი
მეტყველების გასავითარებელი სავარჯიშო.
ენის წვერზე ადგას
იცის, მაგრამ ვერ იხსენებს, ვერ ამბობს.
ენა არ მოუტრიალდება
ვერ გაბედავს და ვერ იტყვის (ტყუილს, ცუდს).
ენა აქვს ამოსაგლეჯი
არ უნდა ეთქვა, დასჯას იმსახურებს.
ენა დაება
მკაფიოდ, გასაგებად ვეღარ შეძლო ლაპარაკის გაგრძელება.
ენა დაიმოკლე
ბევრს ნუ ლაპარაკობ, გაჩუმდი.
ენა მოიქავა
ლაპარაკით გული იჯერა.
ენა მუცელში ჩაუვარდა
ვერაფერი თქვა, გაჩუმდა.
ენა უყივლებს
უნებურად წინასწარ იტყვის იმას, რაც მართლა მოხდება.
ენა უჭრის
კარგი მოლაპარაკეა.
ენა წინ უსწრებს
დაუფიქრებელი ლაპარაკი იცის.
ენად გაიკრიფება
ძალიან ბევრს ილაპარაკებს, ლაპარაკით არ დაიღლება.
ენაზე აკერია
სულ ერთსა და იმავეს ლაპარაკობს, გაიძახის.
ბმულები
უენო