ეტიუდი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ეტიუდის

1. კონკრეტული საკითხისადმი მიძღვნილი მცირე ზომის ლიტერატურული თხზულება ან მეცნიერული ნაშრომი.

ლიტერატურული ეტიუდი. კრიტიკული ეტიუდი.

2. სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ან მისი ნაწილის წინასწარი მონახაზი.

3. მცირე ზომის მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც დაკვრის მაღალ ტექნიკას მოითხოვს.

შოპენის ეტიუდები.

4. ჭადრაკის ფიგურების ხელოვნურად შედგენილი განლაგება, რომელშიც უნდა მოიძებნოს ერთადერთი სწორი გზა მოგების ან ყაიმის მისაღწევად.

საჭადრაკო ეტიუდი.