ეშმაკი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ეშმაკის

1. ბოროტი სული.

ეშმაკმა მაცდუნა.

2. საუბრული გაქნილი, მატყუარა, ცბიერი.

ძალიან ეშმაკი კაცია.

3. საალერსო ცელქი, ცუღლუტი.

შე ეშმაკო, შენა!

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ეშმაკი შეუჯდება

მაცდური, არასასურველი რამ აეკვიატება, შეცდება.

ეშმაკის კერძი

საუბრული ეშმაკის წილი.

ეშმაკის ფეხი

საუბრული იგივეა, რაც ეშმაკი(3).

ეშმაკმა იცის (ვინმეს თავი და ტანი)
ეშმაკმა წაიღოს (ეშმაკსაც წაუღია)

ამბობენ გაბრაზებით ვინმეზე.

რა ეშმაკად უნდა?

საუბრული რაში სჭირდება? რად უნდა? რაში გამოიყენებს?.

სად ეშმაკებშია!

საუბრული სად არის! სად დაიკარგა! სად გაუჩინარდა!.

ბმულები

ეშმაკეული ეშმაკური საეშმაკო უეშმაკო