ვალი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ვალის

1. სესხად აღებული ფული.

ვალი აიღო.

2. იგივეა, რაც მოვალეობა.

ქვეყნის ვალი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ვალად ადევს

მოეთხოვება რაიმე მოვალეობის შესრულება.

ვალებში ჩავარდება

დიდ ვალს (1)აიღებს.

ვალს დაიდებს

ვალს (1)აიღებს.

ვალში არ დარჩება

სამაგიერო სიკეთეს გადაუხდის.

ვალშია ვინმეს ან რაიმეს წინაშე

მოსახდელი აქვს (2)ვინმეს ან რაიმეს წინაშე.

ბმულები

მოვალე