ვიწრო
ზედსართავი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ვიწროს
1. რასაც პატარა განი, ფართობი აქვს.
ვიწრო გზა. ვიწრო შესასვლელი. ვიწრო ოთახი.
2. ტანზე ან ფეხზე მჭიდროდ მომდგარი ჩასაცმელი.
ვიწრო კაბა.
3. გადატანითი გარკვეულ ფარგლებში მოქცეული, შეზღუდული.
ანტონიმი ფართო.
სიტყვის ვიწრო მნიშვნელობა. ვიწრო გაგებით.
4. გადატანითი შეზღუდული რაოდენობის, განსაზღვრული.
ანტონიმი ფართო.
ადამიანების ვიწრო წრე.