თვალი1

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: თვალის

1. მხედველობის ორგანო.

თვალი გაახილა. თვალები დახუჭა. თვალით უხილავი.

2. გადატანითი საზოგადოების, ქვეყნის, ოჯახის და მისთ. გამორჩეული, საუკეთესო წევრი.

ქვეყნის თვალი. კლასის თვალი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

თვალს გადაავლებს

გადაათვალიერებს, ზერელედ წაიკითხავს.

თვალი უჭირავს

მოსწონს, ყურადღებას აქცევს.

თვალს აუბამს

სიმართლეს არ დაანახვებს, გააცურებს, მოატყუებს.

თვალს დაადგამს

მოეწონება, ამოირჩევს.

თვალს დახუჭავს

არ შეიმჩნევს, წაუყრუებს.

თვალს ვერ მოსწყვეტს

დაჟინებით უყურებს, თვალს ვერ მოაშორებს.

თვალს ვერ უსწორებს

რცხვენია ვინმეს შეხედვის, ნახვის.

თვალს მიმოავლებს

აქეთ-იქით მიმოიხედავს.

თვალს მოსჭრის

ვინმეს სილამაზე ან ძლიერი შუქი რაიმეს დანახვას გაუძნელებს.

თვალს მოჰკრავს

უეცრად დაინახავს.

თვალს შეაჩვევს

შეეგუება, რაიმეს ყურებას მიეჩვევა.

თვალში ნაცარს შეაყრის

მოატყუებს, აშკარა ტყუილის ვინმესთვის დაჯერებას ეცდება.

თვალები ამოუღამდება

დაღლილობის, უძილობის, დარდისა და მისთ. გამო თვალები ჩაულურჯდება, ჩაუშავდება.

თვალებს დაითხრის

1. ბევრი კითხვით, წერით, ტირილით თვალები გადაეღლება. 2. შურით, ვინმეს ჯიბრით მოიქცევა.

თვალებში უყურებს

ემორჩილება, ცდილობს ასიამოვნოს.

თვალთ დააკლდება

მხედველობა დააკლდება.

თვალი აეხილება

ყოველივეს მიხვდება, რეალურად, სწორად შეაფასებს.

თვალი ატყუებს

არასწორად ეჩვენება.

თვალი გაუშტერდება

დაჟინებით შეხედავს, მიაჩერდება.

თვალი დაგიდგეს

წყევლა.

თვალი ეცემა

ავი თვალის ზემოქმედებით რაიმე შეემთხვევა.

თვალი ზედ რჩება

მოსწონს, თვალს ვერ აშორებს.

თვალი უთამაშებს

თვალის გარშემო ქუთუთოს კანი უთრთის, რაც რაიმე კარგის ან ცუდის მომასწავებლად მიიჩნევა.

თვალს ჩაუკრავს

ერთი თვალის ოდნავი მოხუჭვით მიანიშნებს რაიმეს.

თვალს წყალს დაალევინებს

მიიხედ-მოიხედავს, გაერთობა რაიმეს თვალიერებით.

თვალსა და ხელს შუა

უცებ, მოულოდნელად, ყველას თვალწინ, აშკარად.

თვალში გამოიხედავს

ავადმყოფი მომჯობინდება.

თვალში მოაკლდება

ვინმეს მოისაკლისებს, მის არყოფნას განიცდის.

ბმულები

თვალ-მარგალიტი თვალად თვალადი თვალნათლივ თვალწარმტაცი თვალწინ სათვალე