თითისტარი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: თითისტარის

1. მატყლის ხელით სართავი ხის ღერო, აქვს კონუსისებური ძირი და წამახვილებული თავი.

2. სართავი, საგრეხი მანქანების ძირითადი ნაწილი, გრეხს ნართს და ახვევს კოჭზე, მასრაზე, ვაზნაზე.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

თითისტარივით ტრიალებს

სწრაფად მოძრაობს, სწრაფად საქმიანობს, ამბობენ უმეტესად ქალზე.