თუ1

კავშირი

1. გამოიყენება კითხვით წინადადებაში სიტყვების ან წინადადებების დასაკავშირებლად (როდესაც არჩევანია მოცემული).

წამოხვალ თუ არა? ვაშლს მიირთმევთ თუ მსხალს?

2. და (გამოიყენება საპირისპირო სიტყვების დასაკავშირებლად, როდესაც სრულის, ყველას, ყველაფრის გამოხატვა სურთ).

მოხუცი თუ ახალგაზრდა - ყველა იქ იყო. ჭირში თუ ლხინში ერთად არიან.

3. მიუთითებს პირობაზე, რომელსაც გარკვეული შედეგი მოჰყვება.

თუ მოხვალთ, ყველას გაუხარდება. თუ შეგიძლია, დამეხმარე.