კავშირი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კავშირის
1. ორი ან მეტი ვინმეს, რაიმეს ურთიერთობა, სიახლოვე, ერთმანეთზე დამოკიდებულება.
კავშირი დაამყარა. ნაცნობებთან კავშირი გაწყვიტა. ამ მოვლენებს ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ.
2. გაერთიანება, რომელიც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისგან შედგება.
მონადირეთა კავშირი.
3. გრამატიკა მეტყველების ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წინადადების ორ წევრს ან ორ წინადადებას.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
სატელეფონო კავშირი
ტელეფონის საშუალებით ვინმესთან ურთიერთობა.