კალამი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: კალმის

1. ხელით საწერი საგანი.

კალმით წერა.

2. ხეხილის ახლად ამონაყარი, დასამყნობი რტო.

კალმით მყნობა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

კალმის ერთი მოსმით

სხარტად, ლაკონიურად.

კალამი უჭრის

წერა ეხერხება.