კალაპოტი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კალაპოტის
1. მიწის ჩაღრმავებული ზედაპირი, რომელშიც წყალი მიედინება.
მდინარის კალაპოტი.
2. ფეხის ტერფის მოყვანილობის ხის ფორმა, რომელსაც ხმარობენ მეწაღეები ფეხსაცმლის კერვის დროს.
3. იგივეა, რაც ყალიბი.
კალაპოტში ჩაასხა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
კალაპოტიდან ამოვარდა
ცხოვრების ჩვეულ წესს გადაუხვია.
კალაპოტში ჩადგა
ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდა.