კამერა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: კამერის

1. იგივეა, რაც საკანი.

ციხის კამერა. კამერაში გადაიყვანეს.

2. სპეციალური დანიშნულების ოთახი, სათავსი, სადაც რაიმეს ინახავენ.

ბარგის შესანახი კამერა. სადეზინფექციო კამერა.

3. ფოტო-, კინო-, ტელეაპარატისა და მისთ. ნაწილი ან თვით ეს აპარატი.

კამერით გადაიღო.

4. სხვადასხვა დანიშნულებისა და მასალის გასაბერი პარკი.

რეზინის კამერა. საბურავის კამერა.