კანკალი
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: კანკალის
ზმნები: კანკალებს აკანკალებს უკანკალებს
სხეულის ან მისი რომელიმე ნაწილის უნებური მოძრაობა, გამოწვეული სიცივით, შიშით ან სხვა ძლიერი განცდით.
კანკალი დაიწყო. ხელი უკანკალებს. ბრაზისგან კანკალებს.