კარი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: კარის

1. შენობის, ოთახის, ავეჯისა და მისთ. მოძრავი ნაწილი, რომელიც ცალი გვერდით მიმაგრებული კედელზე ან ჩარჩოზე, მზადდება სხვადასხვა მასალისაგან.

ხის კარი. კაბინეტის კარი. კარი დახურა.

2. ადგილი, საიდანაც შეიძლება სადმე შესვლა, გადასვლა.

ხეობის კარი. დარიალის კარი.

3. ზოგიერთ თამაშში (ფეხბურთსა და მისთ.) ორი ბოძით შემოფარგლული ადგილი, რომელშიც ბურთი უნდა შეაგდონ.

მოწინააღმდეგის კარი.

4. ვრცელტანიანი ლიტერატურული ნაწარმოების დიდი მონაკვეთი.

სამი კარისგან შედგება.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

კარზე მიადგება

ვინმესთან მივა.

კარზე მიაყენებს

მოულოდნელად სტუმარს მიუყვანს.

კარის მეზობელი

ახლოს, გვერდით მცხოვრები მეზობელი.

კარს აუტალახებს

ხშირად ესტუმრება.

სამეფო კარი

მეფე და დიდებულთა წრე.

ბმულები

კარში