კარნახი

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: კარნახის

ზმნები: უკარნახებს

1. რაიმეს წარმოთქმა, საუბარი (ჩვეულებრივ, ნელა და გარკვევით) იმ მიზნით, რომ მსმენელმა ჩაიწეროს.

მასწავლებელი ბავშვებს დავალებას კარნახობს.

2. დავიწყებული სათქმელის შეხსენება ვინმესთვის.

ტექსტის დასაწყისი უკარნახა.

3. გადატანითი რაიმე აზრის ჩაგონება, თავს მოხვევა.

სხვისი კარნახით მოქმედებს.

ბმულები

ნაკარნახევი