კბენა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: კბენის

ზმნები: ჰკბენს იკბენს იკბინება აკბენინებს

1. ცხოველის, ქვეწარმავლის, მწერისა და მისთ. კბილებით,ნესტრით ჭრილობის მიყენება.

ბავშვს ძაღლმა უკბინა. გველმა უკბინა. კოღომ მიკბინა.

2. გადატანითი მზით, ყინვით, ქსოვილითა და მისთ. დასუსხვა.

მზე იკბინება. ჭინჭარი იკბინება. წინდები მკბენს.

ბმულები

ნაკბენი