კბილი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კბილის
1. ძვლოვანი წარმონაქმნი, ამონაზარდი ადამიანისა და ცხოველის ყბაზე, პირის ღრუში, მისი დანიშნულებაა საჭმლის ღეჭვა, დაქუცმაცება.
წინა კბილები. საღეჭი კბილები.
2. ზოგიერთი იარაღის ან საყოფაცხოვრებო ნივთის წაწვეტებული, გამოშვერილი ნაწილი (ბევრიდან ერთი).
სავარცხლის კბილები. ხერხის კბილები.
3. ზოგიერთი მცენარის ბოლქვის შემადგენელი ნაწილი.
ნივრის კბილი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
კბილების დაკრეჭა
კბილებს გაუსინჯავს
ღირსება-ნაკლოვანებას აწონ-დაწონის, კარგად დააკვირდება.
კბილებს ილესავს
ვინმესთვის ზიანის მისაყენებლად ემზადება.
კბილის მოკვეთა, მოჭრა
კბილის ემალის გაღიზიანება მჟავე ხილის ჭამისას.
კბილს გაჰკრავს
1.შეჭამს, მოიტაცებს, დააზიანებს. 2. ავად მოიხსენიებს, გაკენწლავს, გაჭორავს.
ბმულები
კბილანა უკბილო