კილო1
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კილოს
1. იგივეა, რაც დიალექტი.
კახური კილო.
2. თავისებური გამოთქმა, ინტონაცია, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ კუთხის მოსახლეობას.
იმერული კილო. თუშური კილო.
3. გადატანითი საუბრის შინაარსის ემოციური მხარე, ელფერი.
დაცინვის კილო. ირონიული კილო.