კლასი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კლასის
1. სასკოლო განათლების საფეხური, რომელიც ერთ სასწავლო წელს მოიცავს.
მეშვიდე კლასი.
2. მოსწავლეთა ცალკეული ჯგუფი, რომელიც ამ საფეხურზე მყოფ თანატოლებს აერთიანებს.
3. მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ერთი და იმავე მასწავლებლის ხელმძღვანელობით სწავლობს რაიმეს.
ფორტეპიანოს კლასი. ფოტოგრაფიის კლასი.
4. ოთახი სასწავლებელში, სადაც გაკვეთილები ტარდება.
მოსწავლეები კლასში შევიდნენ.
5. საწარმოო საშუალებებთან ერთნაირი დამოკიდებულების მქონე სოციალური ფენა.
მუშათა კლასი.
6. გემის კაიუტის, მატარებლის ვაგონის ტიპი, განსხვავებული მომსახურების ხარისხისა და ფასის მიხედვით.
მაღალი კლასის კუპე.
7. გარკვეული ხარისხი, მომზადების დონე.
მაღალი კლასის თამაში. პირველი კლასის შოფერი.
ბმულები
საკლასო