კლიშე
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კლიშეს
1. სპეციალურ ფირფიტაზე გამოყვანილი რელიეფური გამოსახულება, გამოიყენება სტამბური ბეჭდვისას, ილუსტრაციების რეპროდუქციებისთვის.
კლიშეს დამზადება.
2. გადატანითი მოარული, გაცვეთილი სიტყვა ან გამოთქმა.
ენობრივი კლიშე. კლიშეებით მეტყველება.