კომბინაცია
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კომბინაციის
1. რაიმეს ურთიერთგანლაგება, შეხამება.
ციფრების კომბინაცია. ფერების კომბინაცია.
2. რთული ჩანაფიქრი, ხრიკები რაიმე მიზნის მისაღწევად.
ეშმაკური კომბინაცია.
3. ზოგიერთ სპორტულ თამაშში საერთო ჩანაფიქრით გაერთიანებული სხვადასხვა ილეთი, რომლის მიზანია უპირატესობის მოპოვება და გამარჯვება.
საჭადრაკო კომბინაცია.
ბმულები
კომბინაციური