კომენდანტი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კომენდანტის
1. სამხედრო პირი, რომელსაც ევალება ქალაქის სამხედრო ნაწილში, რკინიგზის სადგურსა ან ნავსადგურში სამხედრო მოსამსახურეების დისციპლინაზე, საქმიანობაზე თვალყურის დევნება.
ქალაქის კომენდანტი. სადგურის კომენდანტი.
2. დაწესებულების ან საცხოვრებლის მეთვალყურე.
საერთო საცხოვრებლის კომენდანტი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
კომენდანტის საათი
დროის მონაკვეთი, როდესაც მოსახლეობის გადაადგილება იკრძალება ადმინისტრაციული წესით, ინიშნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში.