კოჭი1
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: კოჭის
1. ფეხის წვივისა და ტერფის შემაერთებელი ძვალი, რომელიც ქმნის სახსარს.
კოჭის მოტეხილობა. წყალი კოჭამდე ძლივს სწვდება.
2. ცხვრის, ძროხისა და მისთ. ხორცგაცლილი, გასუფთავებული კოჭი1(1), გამოიყენება სათამაშოდ.
კოჭი გადაუგდო.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
კოჭს უგორებს
საუბრული ეპირფერება.
კოჭებში (კოჭებზე) ეტყობა
აშკარაა, ცხადად ჩანს.
წითელი კოჭია
ირონიული გამორჩეულია, ყველაზე უკეთესია.